ეპიდემიოლოგიური ვითარება სამეგრელოში

რეგიონის მასშტაბით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 279 ნიმუშიდან, 68 დადებითია. აქედან 39 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 10 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 29 კი, ცხელებითა და სხვადასხვა გამოვლინებით მისული პაციენტები არიან. შვიდი შემთხვევაა ფოთში, ასევე შვიდი – ჩხოროწყუში, ხუთი – ხობში, ოთხი – სენაკში, ასევე ოთხი წალენჯიხაში, ერთი შემთხვევა კი, მარტვილში დაფიქსირდა. ერთი ინფიცირებული გამოვლინდა საკარანტინო სივრცეში, რომელიც თბილისში მაცხოვრებელია.

მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 114 კოვიდპაციენტი, აქედან 15-ის მდგომარეობა შედარებით  მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 33 კოვიდპაციენტი მკურნალობს.