როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სომხეთში კორონავირუსის 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. 14 ივნისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 16 667 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაიცვალა 269 ადამიანი.
შემთხვევათა რაოდენობამ იმატა თურქეთში, სადაც ბოლო 24 საათში, ქვეყანაში ვირუსის 1 459 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსის 176 677 დადასტურებული შემთხვევაა. ასევე, გასული დღე-ღამის განმავლობაში, თურქეთში „კოვიდ-19“-ით 14 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, თურქეთში „კოვიდ-19“-ს 4 792 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.