ეპიდემიოლოგიური ვითარება რეგიონში

როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სომხეთში კორონავირუსის 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. 14 ივნისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 16 667 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაიცვალა 269 ადამიანი.

შემთხვევათა რაოდენობამ იმატა თურქეთში, სადაც ბოლო 24 საათში, ქვეყანაში ვირუსის 1 459 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსის 176 677 დადასტურებული შემთხვევაა. ასევე, გასული დღე-ღამის განმავლობაში, თურქეთში „კოვიდ-19“-ით 14 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, თურქეთში „კოვიდ-19“-ს 4 792 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.