ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში

დღევანდელი მაჩვენებლის მიხედვით, გარდაცვლილი ორი პაციენტიდან ერთი ბათუმში მკურნალობდა. 90 წლის მამაკაცი ქალაქის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 22 სექტემბერს შეიყვანეს. გართულებული მდგომარეობისა და თანდართული დაავადებების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ასევე აჭარას უკავშირდება გასული დღე-ღამის მანძილზე დადასტურებული შემთხვევების უმრავლესობა – 370 ფაქტი. აჭარაში მკურნალობას კლინიკებში 462 პაციენტი გადის, მათ შორის 14 არასრულწლოვანი , 19 – ორსული. რეანიმაციაშია 23 პაციენტი. სამედიცინო დაწესებულებებში 61 თავისუფალი საწოლი რჩება. ის მოქალაქეები კი, რომლებსაც ვირუსის მსუბუქი ფორმა აქვთ, სასტუმრო-ჰოსპიტალებში ან ბინაზე რჩებიან.