კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში ინფექციის შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. გარდაცვლილია კიდევ ორი პაციენტი.

კოვიდ-19-ის დიაგნოზი ბოლო 24 საათში 500-ზე მეტ ადამიანს დაუსვეს. ახალი მონაცემებით, ინფიცირებულია კიდევ 554 მოქალაქე. დიდი ნაწილი აჭარას უკავშირდება, 65 – თბილისს. გუშინდელთან შედარებით, მკვეთრად გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა იმერეთში, სადაც ვირუსი 63 მოქალაქეს დაუდგინდა.

ვაკო ორმოცაძე იმყოფება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსთან, სადაც ცოტა ხნის წინ გაკეთდა განცხადება.