ეპიდემიოლოგიური ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე

მკვეთრად გაიზარდა კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა გასული 24 საათის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში. კოვიდ-19 კიდევ 53 პირს დაუდასტურდა. ტესტირება სულ 195 ადამიანს ჩაუტარდა. სულ, ვირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში 878 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია შვიდი პაციენტი. პირველ აგვისტომდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 84 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. დე ფაქტო ხელისუფლების მიერ რუსეთიდან ტურისტების დაუბრკოლებლივ მიღების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ინფიცირების შემთხვევები აგვისტოში 84-დან 330-მდე, გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, დე ფაქტო ხელისუფლებამ 5 ოქტომბრიდან შეზღუდვების რეჟიმის კვლავ შემოღების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.