ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 248 ადამიანს ჩაუტარდა, კორონავირუსი 41 პირს დაუდასტურდა. ოკუპირებული აფხაზეთის სამ კოვიდცენტრში 148 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 29 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. არის გარდაცვალების შემთხვევაც. გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით ოთხმოც წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 5 065-ია, მათგან 3 466 გამოჯანმრთელდა, 61 კი გარდაიცვალა.