ეპიდემიოლოგიური ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 125 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ტესტირება გასული დღე-ღამის განმავლობაში სულ 403 ადამიანს ჩაუტარდა. გუდაუთის საავადმყოფოში ამ დროისთვის 156 ადამიანი მკურნალობს, მათგან 125 კოვიდინფიცირებულია. 15 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. საერთო ჯამში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 796 შემთხვევაა დაფიქსირებული, 1 187 გამოჯანმრთელდა, 27 კი გარდაიცვალა.

რაც შეეხება  ოკუპირებულ ცხინვალს, „კოვიდ-19“ დაუდასტურდათ სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. ლიდერებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კორონავირუსული ინფექცია დაუდგინდა ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს და ე.წ. ადმინისტრაციის თანამშრომლებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კორონავირუსული ინფექციის დიაგნოზი დაუსვეს ასევე ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, გენადი ბეკოევს.