ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ინფიცირებული პირი 10 დღის წინ დაბრუნდა კრასნოდარიდან, სადაც მკურნალობდა. მეორე ინფიცირებული სომხეთის მოქალაქეა, რომელსაც მოგზაურობის ისტორია აქვს. ის სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა ოჯახის მოთხოვნით სოჭში გადაიყვანეს, სადაც კორონავირუსი დაუდასტურდა.