ერთ დღეში 264 ინფიცირებული გამოვლინდა იმერეთში.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ოთხი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 15-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმედ ფასდება და ისინი ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ. კლინიკაში რჩებიან არასრულწლოვნებიც. არცერთი საწოლი არ არის თავისუფალი.