ეპიდემიოლოგიური ვითარება იმერეთში

იმერეთში „კოვიდ-19“ 104 პირს დაუდასტურდა.

სულ 1459 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, ახალი შემთხვევების უმეტესი ნაწილი  აქამდე არსებული ინფიცირებულების კონტაქტებია. ზვიად შალამბერიძის განმარტებით,  რეგიონში სიტუაცია საყურადღებოა, მაგრამ არა საგანგაშო.