ეპიდემიოლოგიური ვითარება იმერეთში

„კოვიდ-19“-ის 150 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა იმერეთში. 101 ქუთაისში გამოვლინდა. ახალი შემთხვევები აქამდე არსებული ინფიცირებულების კონტაქტები არიან. გუბერნატორის ინფორმაციით, რეგიონში სიტუაცია კონტროლირებადია და ზომების გამკაცრება არ იგეგმება. 1100 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში.