მკვეთრად გაიზარდა ახალი შემთხვევების რიცხვი იმერეთში.
რეგიონში „კოვიდ 19“-ის 98 ახალი შემთხვევაა. გუბერნატორის ინფორმაციით, ახალი შემთხვევების ნაწილი უკვე არსებულ პაციენტებს უკავშირდება, თუმცა არის ახალი კლასტერიც და ეს არის ოქროს ბირჟა. გუბერნატორის ინფორმაციით, ბირჟის თანამშრომელთა 70 % ინფიცირებულია. „კოვიდ-19“-ის ერთეული შემთხვევები, ქუთაისის გარდა იმერეთის ხუთ მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. ამ დროისთვის რეგიონის კოვიდ-ცენტრებში 320, ხოლო სასტუმროებში 80 კოვიდ-ინფიცირებულია.