ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულდა 

საქართველო მესამე ტალღის პიკს უახლოვდება – ასეთია ეპიდემიოლოგების შეფასება.

ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი 1 200-1 300-ის ფარგლებში მერყეობს, რაც დასტაბილურებულ პერიოდთან შედარებით თითქმის გასამმაგებული რიცხვებია. თუმცა მძიმე სცენარის თავიდან ასაცილებლად ამ ეტაპზე შეზღუდვების ამოქმედება არ განიხილება. რადგან ბოლო ორი კვირის დადებითობის მონაცემი 4%-იან ზღვართან ახლოსაა, შესაძლოა გარკვეული დამატებითი ზომების მიღება მაინც გახდეს საჭირო, რაც დიდი ალბათობით ორშაბათს გვეცოდინება. მომავალ კვირას გაირკვევა ისიც, თუ როდის უნდა ველოდოთ ყველაზე მოთხოვნადი ვაქცინის, „ფაიზერის“ მილიონ დოზას. ირკვევა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო „ფაიზერის“ მეორე პარტიის მისაღებად მოლაპარაკებებს „კოვაქსის“ გვერდის ავლით, კომპანიის სათაო ოფისთან აწარმოებს.