ვაქცინაციის დღიურმა მონაცემებმა თავდაპირველ მიზნობრივ მაჩვენებელს თითქმის ორი თვის შემდეგ მიაღწია.
ბოლო პერიოდში დღეში საშუალოდ 3 000-მდე ადამიანი იცრება. მიმართვიანობამ განსაკუთრებით ჩინური „სინოფარმის“ შემოტანის შემდეგ მოიმატა. თუ ზაფხულში დღიურად აცრილთა რაოდენობა 10-15 000-ის ფარგლებში არ იქნება, წლის ბოლოსთვის ვაქცინაციის გეგმა ვერ შესრულდება. იმუნიზაციის პროცესის შედარებით გააქტიურების მიუხედავად კვლავ საკმაოდ მაღალია კოვიდ-ინფიცირებულთა დღიური სტატისტიკა. სადღესასწაულო დღეების შედეგებს ეპიდემიოლოგები უახლოეს მომავალში შეაჯამებენ. პროგნოზი პესიმისტურია.