ქვეყანაში გრიპით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც სპეციალისტების თქმით, გრიპის სეზონის დაწყებაზე მიუთითებს. პიკური პერიოდი დეკემბერ-იანვარშია ნავარაუდევი. სპეციალისტები მოქალაქეებს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დროული გაკეთებისკენ მოუწოდებენ, რომელიც ყველასთვის უფასოა. მაღალი ტემპერატურა, თავის, ყელის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, საერთო სისუსტე, ხველა – ეს გრიპისთვის დამახასიათებელი ძირითადი სიმპტომებია. როგორც იაშვილის კლინიკის დირექტორმა განმარტა, გრიპის ვირუსის ხანგრძლივობამ შეიძლება ორ კვირასაც გასტანოს და გართულების შემთხვევაში ფილტვების ანთებაც გამოიწვიოს. აცრის შემდგომ იმუნიტეტის გამომუშავებისთვის ორი კვირაა საჭირო, ივანე ჩხაიძე მოქალაქეებს დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.