მუქარა თუ პარტნიორული დახმარება – ენტონი ბლინკენის განცხადება შეფასებების თემაა თბილისში. განსხვავებულ მოსაზრებები აქვთ პოლიტიკურ ოპონენტებს. „ქართული ოცნება“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილებას არ ცვლის. მათ თქმით, „ქვეყნის დემოკრატიისთვის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი თემებით ვაჭრობას არავისთან აპირებენ“. ოპოზიცია კი მმართველ გუნდს მოუწოდებს, არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო, წინააღმდეგ შემთხვევაში, სანქციებით არა მარტო ისინი და მათი ოჯახის წევრები, არამედ ქვეყნის იმიჯიც დაზარალდება.