გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა ენტონი ბლინკენმა. „ჩვენ ვდგავართ საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით მათ ძალისხმევაში, გააძლიერონ გამჭვირვალობა და დემოკრატიული მმართველობა“, – ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
„დღეს მოვახდინე ოთხი ქართველი ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნის სანქცირება მნიშვნელოვანი კორუფციისთვის, რითაც მათ აშშ-ში შესვლის უფლება ჩამოერთვათ. ჩვენ ვდგავართ საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით მათ ძალისხმევაში, გააძლიერონ გამჭვირვალობა და დემოკრატიული მმართველობა”,- წერს ენტონი ბლინკენი.