ენტონი ბლინკენის განცხადება

საქართველოსა და უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების სურვილი თუ ექნებათ და დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, ეს საკითხის გადაწყვეტას მოაახლოებს, – ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ენტონი ბლინკენის თქმით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა 2008 წელს დაადასტურა, რომ მისი კარი უკრაინისა და საქართველოსთვის ღიაა. სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობაში სასწორზე დევს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც საერთაშორისო წესებია, რომელთა მიხედვითაც, არცერთ ქვეყანას არ აქვს სხვა ქვეყნის საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლის უფლება.