“ნაციონალური მოძრაობის” წევრების ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო სხდომა იწყება. საუბარია 2 ოქტომბერს თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე, რა დროსაც “ნაციონალური მოძრაობის” 6 წევრი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევა და წვრილმანი ხულიგნობა.
აქციაზე შეკრებილები მაშინ თაბორის მთის და პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის პრივატიზების საკითხს აპროტესტებდნენ. დღეს სხდომაზე ვიდეომტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
მოსამართლე, სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას დღესვე გამოაცხადებს.