ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებულ ორ კანონპროექტზე იმსჯელეს პარლამენტში.
საუბარია ევროკავშირის კანონმდებლობასთან ქვეყნის დაახლოებაზე. სახელმწიფო ენერგიის დაზოგვის ხელშეწყობას იწყებს. პირველ ეტაპზე ენერგოეფექტური ღონისძიებები საჯარო შენობებში უნდა გატარდეს, მსხვილ საწარმოებში კი უნდა ჩატარდეს ენერგეტიკული აუდიტი. პარლამენტში გამართულ განხილვას კერძო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრნენ. ისინი მიესალმებიან კანონპროექტების მიღებას, თუმცა აქვთ რიგი შენიშვნებიც.