ჰააგაში სამხედრო პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება, რადგან ისინი ვალდებული იყვნენ, ბრძანება შეესრულებინათ,- ამის შესახებ ემზარ კვიციანმა განაცხდა.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის თქმით, სასჯელი უკანონო ბრძანების გამცემს უნდა დაეკისროს, კონკრეტულად კი, მთავარსარდალს, რომელმაც საქართველოს მიერ კონტროლირებადი სოფლები რუსეთს გადასცა. მისივე განცხადებით, აუცილებელია „უკანონო ბრძანების“ შესახებ კანონის არსებობა, რადგან სამხედრო პირს ჰქონდეს საშუალება, უარი თქვას უკანონო ბრძანების შესრულებაზე.