არასამთავრობო ორგანიზაცია წამებისა და მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი, „ემპათია“ 20-21 ივნისის აქციის მოვლენებთან დაკავშირებით კვლევის წინასწარ ანგარიშს აჯამებს.
ცენტრის ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, კვლევაში აქციის დაშლისას გამოიკვეთა საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების დარღვევა. ასევე აქციაზე დაშავებულების დიდ ნაწილს დღემდე არ აქვს დაზარალებულის სტატუსი.