„ემეგობრე პოლიციას“ - ღონისძიება ახალქალაქში

ემეგობრე პოლიციას“ ახალქალაქიდან გრძელდება – შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის ფარგლებში, ახალქალაქის ცენტრალურ პარკში სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები იმართება. ღონისძიებაზე მისული სტუმრები შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების აღჭურვილობასა და სპეცტექნიკას ათვალიერებენ და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა გასართობ და შემეცნებით აქტივობაში იღებენ მონაწილეობას. შემდეგი ღონისძიება გაიმართება ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ კი, მარნეულში.