EMC-ისა და TI-ის კვლევა უსაფრთხოების სფეროში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაზე
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული კვლევა, რომელიც უსაფრთხოების სფეროში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას გულისხმობს.
მესამე სექტორი შინაგან საქმეთა სამინისტროდან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფას დადებითად აფასებს, თუმცა იმ პრობლემებზე მიუთითებს, რომელიც უწყებაში არსებობს.
კვლევაში მითითებულია, რომ უსაფრთხოების სამსახური ჭარბ უფლებამოსილებას ფლობს და არ არსებობს მასზე ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი უწყება.
კვლევა,„ადამიანის უფლებების და მონიტორინგის ცენტრის და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ არის მომზადებული.