„საფრანგეთი იმედოვნებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს საშუალებას მისცემს, განაგრძოს ევროპული გზა„, – წერს ემანუელ მაკრონი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ. „ძვირფასო სალომე, მოხარული ვარ, რომ გიმასპინძლეთ პარიზში. საფრანგეთი მიესალმება ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს. ის იმედოვნებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საშუალებას მისცემს საქართველოს, განაგრძოს ევროპული გზა“, – წერს ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში.