„ემ კვადრატი“ მიხეილ შავიშვილის ქუჩის მცხოვრებლების მოთხოვნას ეხმაურება
„ემ კვადრატი“ მიხეილ შავიშვილის ქუჩის მცხოვრებლების მოთხოვნას ეხმაურება. სამშენებლო კომპანიაში აცხადებენ, რომ პროექტის ფარგლებში არსებული რეკრეაციული ზონის დიდი ნაწილი შენარჩუნდება. მოსახლეობის თანხმობის შემთხვევაში, კომპანია ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლებასაც გეგმავს.
შეგახსნებთ, რომ დაგეგმილი მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით, ადგილობრივებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. მიხეილ შავიშვილის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ კორპუსების ჩადგმის შემთხვევაში, ტერიტორიაზე მწვანე ნარგავები განადგურდება.