„ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლების პროტესტი გრძელდება

„ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. მათი განცხადებით, ქარხანა ამ დროისთვის ნაწილობრივ ფუნქციონირებს და ვერ უზრუნველყოფს ყველა თანამშრომლის დასაქმებას.

თანამშრომლები ადმინისტრაციისგან სახელფასო დავალიანების გადახდას ითხოვენ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხევაში მასშტაბური აქციებით იმუქრებიან.

როგორც რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების პრეზიდენტი აცხადებს, თანამშრომლების წერილის საფუძველზე, 7 თებერვალს შრომითი დავა დაიწყო და კანონით გათვალისწინებული 21-დღიანი ვადა დღეს იწურება.

სამმხრივ შეხვედრაზე დღეს ქარხნის ადმინისტრაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული მედიატორი, პროფკავშირების წარმომადგენლები და ქარხნის თანამშრომლები ხვდებიან.