ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეთანხმება ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, – ამის შესახებ საქართველში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა განაცხადა. მისი თქმით, საელჩო ასევე იზიარებს იმ პრობლემებს, რაც დაფიქსირდა არჩევნებზე ხარვეზების სახით.