თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, პროფესორის მიერ უკანასკნელ პერიოდში გამოცემულ ორ მონოგრაფიულ ნამუშევარზე ისაუბრეს „წყაროთმცოდნეობითი ძიებანი“ და „შუა საუკუნეების ქართული რომანი „ვეფხისტყაოსანი“ და შექსპირის ბოლოდრონდელი პიესები“.
ღონისძიება „ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის ეგიდით“ და თსუ-ს პროფესორებისა და სტუდენტების ინიციატივით გაიმართა.