თბილისი ელექტრონული მუსიკის ფესტივალს მასპინძლობს.
მსმენელი ორი დღის განმავლობაში ქართველ და უცხოელ დიჯეებს და ანდერგრაუნდის მუსიკოსებს მოუსმენს. საფესტივალო პროგრამისთვის კვლავ ვაგონშემკეთებელთა ქარხნის პავილიონი შეირჩა. გაიმართება ქართველი ხელოვანების გამოფენებიც. წელს ფესტივალ „სამარსეტს“ 10 წელი შეუსრულდა. მისი მთავარი მიზანი ახალბედა მუსიკოსებისთვის ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლის საშუალების მიცემაა.