მალე ხორცპროდუქტებზე ელექტრონული კოდები იქნება დატანილი.
გაზაფხულიდან მომხმარებელს საშუალება ექნება, ეტიკეტზე დატანილი ე.წ. ქიუარ კოდის დასკანერების მეშვეობით მიიღოს ინფორმაცია, თუ რომელი რეგიონის რომელ სასაკლაოზე დაკლული პირუტყვი და რამდენი წლის საქონლის ხორცი იყიდება ამა თუ იმ სარეალიზაციო ობიექტზე, ასევე რომელი ვაქცინით არის აცრილი და ხომ არ აქვს რაიმე დაავადება გადატანილი. პირველ ეტაპზე სიახლე მხოლოდ საქონლის ხორცზე ამოქმედდება.
ელექტრონული კოდის საბეჭდი დანადგარები, რომლებიც სასაკლაოებზე განთავსდება, უკვე შეძენილია.