ხვალიდან ბათუმის ბულვარში, ელექტრომობილებით გადაადგილება იკრძალება.
ელექტრომობილების მფლობელები კი ზღვისპირა პარკში მუშაობის გაგრძელების უფლებას, მიმდინარე წლის ტურისტულ სეზონზეც ითხოვენ. რამდენიმე დღეა ისინი, ბულვარის შესასვლელში, კარვებში იმყოფებიან და აქციას მართავენ. ბულვარის ადმინისტრაციას ისინი რეგულაციებს თავად სთავაზობენ – საუბარია სიჩქარის დაკლებაზე, ელექტრომობილების რაოდნეობის შემცირებაზე და ე.წ ბაიკერების ამოღებაზეც.
ელექტრომობილების მფლობელები არ თანხმდებიან შეთავაზებას ალტერნატიული ადგილების გამოყოფაზე, თუმცა დათმობაზე წასვლას არც ბულვარის ადმინისტრაცია გეგმავს.
შექმნილ სიტუაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.