სათამაშოების და სამშენებლო მასალების შემდეგ კონტროლი საყოფაცხოვრებო ელექტრონულ მოწყობილობებზეც მკაცრდება. ახალი დადგენილების მიხედვით, ქვეყანაში იმპორტირებული პროდუქცია შემოწმებას დაექვემდებარება, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში კი პროდუქტებს ბაზრიდან ამოიღებენ. იმისთვის, რომ ბიზნეს-სექტორი სიახლეს მომზადებული შეხვდეს, ახალი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სანქციების ნაწილი, წელიწადნახევრის შემდეგ შევა ძალაში. მანამდე ელექტრონულ მოწყობილობებს მხოლოდ შეამოწმებენ, სანქციები კი გარდამავალ ეტაპზე მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლება.