სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო დღეს პარლამენტში, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ელენე ხოშტარია შიმშილობას განაგრძობს. ექიმის განცხადებით, პოლიტიკოსს თავბრუსხვევა და სისუსტე აღენიშნებოდა. მედიკოსების ინფორმაციით, ხოშტარიას გადასხმა შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა. მოგვიანებით მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სასწრაფო მას არ მოუთხოვია და ის პარლამენტმა გამოიძახა.
„დრამატული არაფერი არ ხდება. უბრალოდ, ცოტა სისუსტე მაქვს და ხშირად მძინავს“, – წერს ხოშტარია.
ამასთან, პარტია „დროას“ ლიდერი, დღეს „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა მოინახულა. ელენე ხოშტარია საკანონმდებლო ორგანოში უკვე მეხუთე დღეა შიმშილობს. მის გადაწყვეტილებას მმართველ გუნდშიც ეხმაურებიან.