სოფელ ხურვალეთში იმყოფებიან საქართველოში გაერო-სთან აკრედიტებული ელჩები. ფინეთის, ეკვადორის, დომინიკის რესპუბლიკის, მარშალის კუნძულების წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება მოინახულეს.
ინფორმაცია ელჩებს სახელმწიფო უსაფრთხოების ანალიტიკურმა სამსახურმა მიაწოდა.
ელჩები 2008 წლის შემდეგ ოკუპირებულ მხარეს მოყოლილ ვანიშვილების ოჯახს გაესაუბრნენ. დღესვე ელჩები წეროვანში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში ჩავლენ.