ამბასადორიალი 2022 – საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა ქვეყნის საგარეო მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები შეაჯამეს. ყოველწლიური კონფერენციის მონაწილეებმა 2023 წლის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს. აქცენტი გაკეთდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ მიმართულ ქმედებებზე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. ელჩების კონფერენცია საქართველოს პრემიერმა გახსნა.