პაველ ჰერჩინსკის განცხადება

„ძალიან მოხარული ვარ, რომ დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირის ინსტიტუტების, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალჩინოსნებს შორის არის ძალიან ინტენსიური“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით, სამომავლო ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებამდე, მომავალ კვირებსა და თვეებში უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი გაგრძელდეს და რაც შეიძლება ინტენსიური იყოს.