მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოდან გაგზავნილი ელჩები ხელისუფლების პირველ პირებთან ერთად საგარეო პრიორიტეტებზე და გამოწვევებზე მსჯელობენ.
თბილისში ამბასადორიალი 2018 დაიწყო. სამი დღის განმავლობაში ქართული დიპლომატიური მისიების და საკონსულოების ხელმძღვანელები გამოწვევებზე ისაუბრებენ და მომავალ გეგმებს დასახავენ. ქვეყნების მიხედვით ელჩები კონკრეტულ დავალებებსაც მიიღებენ, თუმცა საერთო გზავნილი და პრიორიტეტი საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს საკითხის მუდმივად ყოფნაა.
ქეთი ქარდავა აშუქებს ელჩების კონფერენციას.