ეკოტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო და სამოგზაურო გამოცემების წარმომადგენლები ეწვივნენ. ტურის მონაწილეები საქართველოს ფლორის, ფაუნისა და ქვეყნის ეკოტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სამეცნიერო სტატიებს მოამზადებენ. სტუმრებმა თბილისი, სიღნაღი და დავით-გარეჯი მოინახულეს. სამოგზაურო მედიის წარმომადგენლებმა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ფრინველები და ცხოველები გადაიღეს.