ზაფხულში, თუ დროის საინტერესოდ გატარება გსურთ, პირველი აგვისტოდან, შეკვეთილში „მუსიკოსთა პარკი“ გიმასპინძლებთ, ეკოპროექტით – „გამოღვიძება“.
სხვადასხვა ღონისძიებასთან ერთად, რომლებიც მიზნად ისახავდა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას, საშუალება გექნებათ დაესწროთ ქართველი და უცხოელი მუსიკოსების კონცერტებს.
14 აგვისტოს უკვე დაანონსდა ავსტრიელი მუსიკოსისა და ეკოაქტივისტის, მანუ დელაგოს კონცერტი. რუბრიკა #ეკოლოგია პირველია საქართველოში, ვისაც მანუ დელაგომ ინტერვიუ მისცა.
გთავაზობთ ნინო იმნაიშვილის სიუჟეტს პროექტზე „გამოღვიძება“ და მის ექსკლუზიურ ინტერვიუს მანუ დელაგოსთან.
ახალი დღე