რუსეთის პასუხი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას

რუსეთის პასუხი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას.

დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის განაცხადებით: რუსეთ-საქართველოს შორის „ნორმანდიული ფორმატით“ მოლაპარაკებების იდეა თავისებურად გამოიყურება, რადგან ეს ფორმატი სრულიად განსაკუთრებულ სიტუაციას უკავშირდება. დიმიტრი ნოვიკოვის თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის პრობლემები მხოლოდ ორ ქვეყანას უკავშირდება, რუსეთ-უკრაინის შემთხვევაში კი განსხვავებული ვითარებაა.

რუსი დეპუტატის განცხადებით, უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის უთანხმოება უკავშირდება ფაქტს, რომ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს და რუსეთი პასუხისმგებელია მათ დაცვაზე. „ეს ორი ფუნდამენტურად განსხვავებული ამბავია, ორი სრულიად განსხვავებული სიტუაცია. მეჩვენება, რომ „ნორმანდიულ ფორმატზე“ საუბარი, როგორც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისთვის გამოყენებული, როგორც ჩანს, რბილად რომ ვთქვათ, ხელოვნურად არის შედგენილი”, – აღნიშნა ნოვიკოვმა.

შეგახსენებთ, საქართვლოს პირველი არხის ექსკლუზიურ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკების მაღალ პოლიტიკურ დონეზე აყვანის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ  სასურველია ქვეყანას რუსეთთან სხვა ფორმატებშიც ჰქონდეს და ამის აუცილებლობა ვაჟა გაფრინდაშვილის მდგომარეობამ ნათლად დაანახა.