ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება

2019 წლის ივნისში, საქართველოს ეკონომიკა 5 %-ით გაიზარდა, საშუალო რეალური ზრდა კი, წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, 4,9 %-ით განისაზღვრა. ეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ეკონომიკური ზრდის შეფასებაა.

გოგიტა თოდრაძის თქმით, რამდენიმე თვიანი კლების შემდეგ, ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში, რაც სამშენებლო საქმიანობის გააქტიურებას უკავშირდება.

ვაჭრობის სფეროში ზრდაზე დადებითად იმოქმედა ტურისტების მატებამ.

საქსტატის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, საქართველოში 472 000 მეტი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც 18 %-ით აღემატებოდა წინა წლის მაჩვენებელს.