გაუმჯობესებული საერთაშორისო პროგნოზები. ავტორიტეტული საფინანსო ინსტიტუტები საქართველოს ეკონომიკური ზრდის კუთხით 2024-25 წლებში პროგრესს ელოდებიან.
საერთაშორისო ორგანიზაციები ინვესტიციების და ტურისტული ნაკადების ზრდას პროგნოზირებენ. რეკომენდაციებს შორის განსაკუთრებული აქცენტი შუა დერეფნის პროექტის მაქსიმალურად ათვისებაზე კეთდება. ენერგორესურსების და სატრანსპორტო გადაზიდვების ალტერნატიულ მარშრუტში საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულია. ორგანიზაციებმა საკუთარი პროგნოზები ინფლაციაზეც წარმოადგინეს.