ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და პროგნოზები 

საქსტატის მონაცემებით, ეკონომიკური პარამეტრები გაუმჯობესებულია.

მთავარ ფაქტორად პანდემიის გამო თვეების განმავლობაში ჩაკეტილი ბიზნესის გახსნა და ტურიზმის ეტაპობრივი აღდგენა სახელდება, რაც 2021 წლის მეორე კვარტლიდან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზეც აისახა. ბოლო თვეებში დაფიქსირებულ მონაცემებზე დაყრდნობით, საკმაოდ ოპტიმისტურია მთავრობის პროგნოზი, რომლის მიხედვით ქვეყანამ წელი შესაძლოა ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაასრულოს. ეკონომიკის სამინისტრო პოზიციას საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო ანგარიშითაც იმყარებს.