ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი

ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს.

ამჯერად გასული თვის მონაცემები ქვეყნდება, რაც 2023 წლის ანალოგურ პერიოდთან შედარებით, კიდევ უფრო გაზრდილია. შედეგად ორნიშნა მაჩვენებელია შენარჩუნებული მესამე კვარტალშიც. ერთ-ერთ მთავარ ხელშემწყობ ფაქტორად გაზრდილი ექსპორტი და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები სახელდება. სხვადასხვა სექტორში დაფიქსირებული მონაცემების და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ახალი შეფასებების ფონზე მომდევნო თვეების და წლის პროგნოზები კიდევ უფრო ოპტიმისტურია.