ეკონომიკური ზრდის კუთხით მთავრობა მაჩვენებლების გაუმჯობესებას ელოდება.
ოპტიმისტური პროგნოზის საფუძველს ხელისუფლებას საქსტატის ბოლო მონაცემები უჩენს. აგვისტოში ქვეყნის ეკონომიკა 12 %-ით გაიზარდა. ერთ-ერთ მთავარ ხელშემწყობ ფაქტორად ექსპორტის ზრდა სახელდება. მატების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, ვაჭრობის, სადაზღვევო-საფინანსო და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში. კლებაა ენერგეტიკის მიმართულებით. თუ ზრდის ტემპი გაგრძელდება, მთავრობის ეკონომიკური გუნდის გათვლაა, რომ ეკონომიკური ზრდის წლიური პროგნოზი 8,2 % იქნება.