მიმდინარე წლის მარტში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8,2 % შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური ზრდის ტრენდს ისეთ დარგებს უკავშირებს, როგორიცაა დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია, კომუნიკაცია და სამეცნირო-ტექნიკური საქმიანობები. პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც, რომელიც 2024 წლის პირველ კვარტალში რეკორდულია. მთავრობის პროგნოზით, მიმდინარე წელს ეკონომიკა 5,2 %-ით გაიზრდება, თუმცა არ არის გამორიცხული მაჩვენებელი ზრდის მიმართულებით გადაიხედოს.