სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2018 წლის რვა თვეში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4,8 პროცენტით განისაზღვრა. 2018 წლის აგვისტოში კი, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2% შეადგინა. ზრდა შეინიშნებოდა საფინანსო საქმიანობის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, უძრავი ქონებით ოპერაციების, სასტუმროებისა და რესტორნების დარგებში. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური სტატისტიკით, აგვისტოში დღგ-ს გადამხდელთა ბრუნვის ზრდის მაჩვენებელი, წლის განმავლობაში, ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდა და 8,8% შეადგინა.