ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით საქართველო მეშვიდე ადგილზეა.
გასულ წელთან შედარებით ქვეყანა რეიტინგში 2 პოზიციით დაწინაურდა. საერთაშორისო კვლევა „ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში 2018“ აშშ-ს სამი წამყვანი უნივერსიტეტის პროფესორებმა მოამზადეს. რეიტინგი ემყარება მონაცემებს 2016 წლიდან და ზომავს ეკონომიკური თავისუფლების დონეს 162 ქვეყნის პოლიტიკის და ინსტიტუციების ანალიზით. რანგირება ქვეყნების 5 ძირითადი სფეროს მიხედვით ხდება. ესენია: მთავრობის ზომა, საკუთრების უფლების დაცულობა და სასამართლო, მყარი ფულადი პოლიტიკა, საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება, კრედიტების, დასაქმებისა და ბიზნესის რეგულაციები.